თბილისი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 11 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე 64 მოსამართლე დანიშნა, მათგან 5 მოსამართლე (უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლეები) დაინიშნა უვადოდ, გამოსაცდელი პერიოდის გარეშე.
„კოალიციის შეფასებით, საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა შედეგად იწვევს სასამართლო სისტემის „ჩაკეტვას" ხანგრძლივი ვადით, რაც გამორიცხავს სისტემის განახლებას. ეს მათ შორის განპირობებულია პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან გაჭიანურებული და არასაკმარისი რეფორმების განხორციელებით, მიღებული კანონების აღსრულებაში არსებული ხარვეზებით, რაც შედეგად იწვევს სისტემის შიგნით გავლენიანი ჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერებას და სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მრავალი წლით გადავადებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge