თბილისი. კოალიცია თანასწორობისთვის სოლიდარობას უცხადებს ჰომოფიბიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღისადმი (აიდაჰო) მიძღვნილ შეკრებას. ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს უზრუნველყოს ლგბტქი თემის წევრების, აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განუხრელად რეალიზება და მათი უსაფრთხოების, ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვა.
„თემის წევრების სტრუქტურული ჩაგვრის პირობებში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობის და საჯარო თვითრეპრეზენტაციის შეუძლებლობა თემს საკუთარი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ პროტესტის გამოხატვისა და საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის საშუალებას ართმევს. ამასთან, საჯარო სივრცეებიდან კონკრეტული ჯგუფების გარიყვა აზიანებს დემოკრატიული, პლურალური პოლიტიკური გარემოსა და სამართლიანი საზოგადოების განვითარების პროცესს. სამწუხაროდ, სახელმწიფო ხშირად არ აღიარებს ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და უფლებების სისტემური დარღვევის პრაქტიკას, რაც არსებული ჰომოფობიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს გარდაქმას ართულებს. მეტიც, მკვეთრად არაეფექტიანი პოლიტიკით სახელმწიფო ირიბად ხელს უწყობს ძალადობისა და დისკრიმინაციის წახალისებას”, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: women.ge