სამცხე-ჯავახეთი. 16 მაისს, გენდერული თანასწორობის ჯგუფის წევრებს ჩაუტარდათ სპეციალური მომზადების ტრენინგ-სემინარი „ოჯახში ძალადობის შესახებ" ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ.
„გენდერული თანასწორობის მობილური ჯგუფის წევრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 20 სოფელში ერთი თვის განმავლობაში ჩაატარებენ ტრენინგებს ოჯახში ძალადობის შესახებ. ტრენინგებს ჩაატარებენ ორ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან: 1. მასწავლებლებთან, მშობლებთან და 2. თემის ლიდერებთან და მოსწავლეებთან. ტრენინგის ფარგლებში მობილური ჯგუფის წევრები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპები, ოჯახში ძალადობის გავლენა ბავშვებზე, მოძალადის მიტოვების ბარიერები და სხვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში