en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს და მთავრობას მიმართავენ

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები სათემო მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე მთავრობას და პარლამენტს მიმართავენ. 
„სამწუხაროა, რომ სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარმართა საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ეს მით უფრო გასაკვირია, როცა 29 მარტს 130-მდე არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ მივმართეთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და მზად ვიყავით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის 
ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესი წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან. ამიტომაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს, აგრეთვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უახლოეს დღეებში, საკრებულოებისთვის ინიციატივის გადაგზავნამდე, გაიმართოს შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, მიუხედავად იმისა, ვინ არის ინიციატივის მომხრე თუ მოწინააღმდეგე, რათა განვიხილოთ თვითმმართველი ქალაქებისა და თემებისთვის სტატუსის გაუქმების თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადებული წინადადებები", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 
სრულად...
წყარო: www.isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)