შიდა ქართლი.8 ივნისს, გორის საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართა პროექტის - ინტეგრაცია
ასიმილაციის ნაცვლად (პროექტს IFES/USAID-ის დაფინანსებით ახორციელებენ გორის საინფორმაციო ცენტრი და
შიდა ქართლის დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტი) შემაჯამებელი შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ:
გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ეთნიკურად ოსი მოსახლეობით დასახლებული 9
სოფლის წარმომადგენლები (ლიდერები), საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები.
შეხვედრაზე
შეჯამდა გასული 6 თვის მანძილზე ჩატარებული სამუშაოები, აღინიშნა ის წარმატებული
მაგალითები, რომელსაც ჰქონდა ადგილი პროექტის განხორციელებისას და აგრეთვე ის
ნაკლოვანებები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი იქნება ორგანიზაციების და
სოფლის ლიდერების შემდგომი მუშაობისას.
ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მეტად სასარგებლო იყო
პროექტის მიმდინარეობისას ჩატარებული პრობლემების კვლევა, ვინაიდან მისი შედეგები
ასახავდნენ მოსახლეობის უმრავლესობის ხედვას და არა მხოლოდ ერთი ადამიანის, თუნდაც
რწმუნებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ხშირად სუბიექტურია. მათთვის
ასევე საინტერესო იყო პრობლემების მოგვარებისათვის ადგილობრივი მოსახლეობის
ხედვები.