თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტის კომპეტენციისა და არჩევის წესის შესახებ.
„საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ საარჩევნო კოლეგიის ფორმირების ეს წესი შეიძლება გახდეს პრეზიდენტის კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებზე დამოკიდებულების მყარი საფუძველი. გარდა ამისა, კონსტიტუციის პროექტით შემოთავაზებული საპარლამენტო არჩევნების სისტემით ერთი პოლიტიკური ძალა შესაძლოა იქნეს დომინირებული, რაც მაღალი ალბათობით გარდაუვალს გახდის არაპირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტის მიკერძოებულობას. ამავდროულად გვინდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტის კომპეტენცია, შეზღუდვების მიუხედავად, ძალზედ მრავალმხრივია, საჭიროებს მაღალ ლეგიტიმაციას და მნიშნელოვანია ზეპარტიული სახელმწიფო მეთაურის არსებობა", ნათქვამია cso.ge-ს ვებ-გვერდზე.
წყარო: www.cso.ge