სამეგრელო. სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, 13 თებერვალს, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი მუნიციპალიტეტების გამგებლებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები რეგიონის განვითარების გეგმის შემუშავებაში. შერგელაშვილმა რეგიონული განვითარების სტრატეგიასა და დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის კრიტერიუმებზე ისაუბრა. მან პრიორიტეტულად მიიჩნია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც სასმელი წყლით მომარაგებას, გზების მშენებლობას, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილემ მოუწოდა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს რეგიონული პროექტების განხორციელების საკითხში მეტი ჩართულობისკენ.