თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" ყურადღებით აკვირდება კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სარეკომენდაციო წინადადებათა პაკეტით მიმართავს.
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში ყურადღება უნდა დაუთმოს საზოგადოებრივი ჩართულობას, რაც გულისხმობს ახალ დოკუმენტში საერთო, სახალხო ნების ასახვას. იმისათვის, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, საჭიროა ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრების გათვალისწინება, როგორებიც არიან: პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, უმცირესობები და საკითხზე მომუშავე ექსპერტები. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს დასავლურ დემოკრატიებში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება", ნათქვამია ორგანიზაცის ვებ-გვერდზე.
წყარო: barristers.ge