შიდა ქართლი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების რეზოლუციების 2016–2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი". პროექტის ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება საქართველოს რეგიონში.
„პირველი საკონსულტაციო შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან გაიმართა შიდა ქართლში, კერძოდ: გორში და საფელ ერგნეთში. პროექტის სამიზნე ჯგუფები არიან იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, დევნილთა უფლებებზე, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, ასევე იმ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ვალდებულება აიღეს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში