თბილისი. 24-25 მაისს, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „თანასწორობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა".
„ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს დუისის, თბილისის N2, თბილისის N41, ჭელას, მოხეს, ახალციხის N2, თერჯოლას N2, ნიგვზიანის და ქობულეთის N2 საჯარო სკოლების მასწავლებლებმა. ტრენინგს სულ 40 მასწავლებელი დაესწრო. ტრენინგზე განხილული იყო როგორც თეორიული საკითხები, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის ერთ-ერთი ვალდებულებაა დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება", ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge