თბილისი. 24 მაისს, ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტების სამართლებრივი დახმარების შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაგამოვლილი ქალის მიმართ მაქსიმალური – 6 თვის ვადით დამცავი ორდერი გამოსცა.
„ორდერი მოძალადეს უკრძალავს მსხვერპლის საცხოვრებელთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს ასევე, აეკრძალა კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო საშუალებით, მათ შორის დარეკვა და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com