თბილისი. „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.
„ორგანიზაციის წევრები მოუწოდებენ ხელისუფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი, ნათელი მოჰფინოს აფგან მუხთარლის საქმეს და დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველოში ცხოვრება უსაფრთხოა ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად მათი დამოკიდებულებისა სხვა ქვეყნის ხელისუფლებების მიმართ", ნათქვამია ინტერპრესნიუსის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.interpressnews.ge