თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)" ანგარიშის: „ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად" პრეზენტაცია გამართა.
„PHR-ის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ მოწეულ სტუმრებს ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიში გააცნო, რომლის მიზანსაც ორგანიზაციის ერთწლიანი მუშაობის გაანალიზების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების პოზიტიური მაგალითების განხილვა წარმოადგენდა. აღნიშნულ დოკუმენტში, ასევე, წარმოდგენილია ის ხარვეზები, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციისგან დაცვას ნაკლებ ეფექტურს ხდის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com