თბილისი. კოალიცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას ეხმიანება.
„კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების ქაოსური და არასისტემური განხორციელება მნიშვნელოვნად ართულებს კანონის სტრუქტურას და მისი ანალიზის შესაძლებლობას, რაც კანონის უშუალოდ გამოყენების მომენტში გარდაუვლად შექმნის მისი განსხვავებული წაკითხვის საფუძველს და დააზიანებს პროცესს.
სამწუხაროდ, კანონპროექტი კვლავ არ ადგენს ნათლად და არაორაზროვნად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებას დაასაბუთოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების დანიშვნის დროს და კვლავ უტოვებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge