en
ge

არასამთავრობოები პარლამენტს მოუწოდებენ

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, კონსტიტუციის პროექტის განხილვა დაიწყოს საშემოდგომო სესიაზე.
„ცალსახად იკვეთება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტზე კონსენსუსის მიღწევაზე ორიენტირებული პროცესის გაგრძელების და საპარლამენტო ფორმატში ჯეროვანი მუშაობის აუცილებლობა, რაც ვერ მოესწრება ივნისში და რისთვისაც მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს ადეკვატური დრო და შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელობაზე ახლახან არაერთი განცხადება გააკეთეს ასევე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ განიხილოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი ივნისის თვეში და აღნიშნული პროცესი დაიწყოს საშემოდგომო სესიაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023