თბილისი. ნასას ინჟინერ შონ ფულერს არაერთი ასტრონავტისათვის უსწავლებია კოსმოსური სვლა და დედამიწაზე დაბრუნებულებს ძალის აღდგენაში დახმარებია. ახლა ის საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტაზე შენარჩუნებაზე მუშაობს და ადამიანის კოსმოსურ ფრენას ხელმძღვანელობს. 13 ივნისს შონი თბილისს ეწვევა და საჯარო შეხვედრას გამართავს, სადაც ისაუბრებს, რატომ აირჩია გამხდარიყო მფრინავი და კოსმოსური ინჟინერი, ასევე, გაგიზიარებთ უნარ-ჩვევებს, რომელიც საჭიროა ნასაში უმაღლესი თანამდებობების დასაკავებლად. ამასთანავე, საუბარი წარიმართება კოსმოსის კვლევის გავლენაზე ტექნოლოგიასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.
შონ ფულერის საჯარო ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გელით 13 ივნისს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის: ჭავჭავაძის გამზ. 32. აუდიტორია B 201. ლექციის ფოკუსი იქნება კოსმოსის კვლევა როგორც გზა ინოვაციისა და მეწარმეობისკენ.
წყარო: აშშ–ის საელჩო საქართველოში