თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ვიდეო ბლოგს: „როგორ იმართება სასამართლო სისტემა?"
„სასამართლო სისტემაში მთავარ პრობლემას კლანური მმართველობა და სისტემის ჩაკეტილობა წარმოადგენს. რეფორმის პროცესი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ძირეული ცვლილებების განხორციელებაზე და დღეს ის სისტემის სამართავად მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფებთან ერთად აქტიურად იყენებს სასამართლოს კონტროლის ბერკეტებს. ამის დასტურია ხარვეზიანი და გაჭიანურებული მართლმსაჯულების რეფორმები, რომლებსაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღება ვერ მოჰყვა და პირიქით, მოსამართლეთა დომინანტი ჯგუფის გაძლიერებით სასამრთლო სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტვა გამოიწვია", ნათქვამია ვლოგში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში