en
ge

ჭიკაიძეების ოჯახს სარეცხი მანქანა გადაეცა

მცხეთა-მთიანეთი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი კამპანიის „ასე უფრო მარტივია" ფარგლებში სოფელ ხომს ესტუმრა.
„ზღვის დონიდან 1378 მეტრზე, სულ 26 ადამიანი (7 ოჯახი) ცხოვრობს, აქედან ბავშვი მხოლოდ სამია - პატარა გია და მისი უმცროსი და-ძმა. გია ჯერ სკოლაში არ დადის თუმცა შეუძლია წიწილების დათვლა და პატარა ლეკვთან თამაში. ჭიკაიძეების ოჯახი თავს ძირითადად კარტოფილის მოყვანით ირჩენს. დედა - შორენა ჭიკაიძე ამბობს რომ ამ ეტაპზე ბავშვების აღზრდა უმსუბუქდება თუ ზამთრის მარაგი ოჯახს აქვს. თუმცა როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან მათ სკოლაში გაშვებაზე მოუწევს ფიქრი რაც უკვე პრობლემებს გააჩენს. უახლოესი სკოლა სოფელ მაღაროსკარშია. გზა კი ტყეზე გადის. ვინაიდან ჭიკაიძეების ოჯახს წყალი და ელექტრო ენერგია აქვს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა და საქართველოს ლატარიის კომპანიამ გადაწყვიტა მისთვის სარეცხის მანქანა ეჩუქებინა, რაც მის დროსა და ენერგიას მნიშვნელოვნად დაზოგავს. თუმცა კამპანიის ფარგლებში მათთვის ჩატანილმა სასაჩუქრე გზავნილებმა არანაკლებ გაახარა ბავშვებიც. ახლა გია უკვე აკვარელებით ხატვას სწავლობს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023