en
ge

არასამთავრობოები ვენეციის კომისიას მიმართავენ

თბილისი. ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ვენეციის კომისიისთვის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნა.
„ერთობლივი შეფასების დოკუმენტის მიზანია, არასამთავრობოებმა ვენეციის კომისიას წარუდგინონ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო პროცესისა და ფორმატის დეტალური ანალიზი. ასევე, დოკუმენტში გამოთქმულია მოსაზრებები კონსტიტუციის პროექტით გათვალისწინებულ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ესენია საპარლამენტო საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და ქორწინების შესახებ ჩანაწერი.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია საარჩევნო სისტემა, კონკრეტულად კი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი. კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებს არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ულიმიტო ბონუსის შემოღებას, რომლის მიხედვითაც ყველა გაუნაწილებელი მანდატი ერთ პარტიას ერგება. საარჩევნო სისტემის ეს ასპექტი უსამართლოა და მნიშვნელოვნად აკნინებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით მიღებულ პოზიტიურ შედეგს", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)