en
ge

საიას განცხადება „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებაზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ „აღნიშნული საქმე არის კიდევ ერთი დასტური ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური პრობლემებისა".
„წლებია სისტემურ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ამასთან, ცნობილია არაერთი ფაქტის შესახებ, სადაც მოქალაქეები საუბრობენ, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს." ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო ინსიტიტუტის არარსებობა და შემთხვევების არაეფექტური გამოძიება უფრო ახალისებს ასეთი ტიპის დანაშაულების ჩადენას. აღნიშნულს ემატება ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, რომელიც მოქალაქეთა დასჯის მექანიზმად იქცა”, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)