en
ge

არასამთავრობოები თვლიან, რომ პარლამენტის კომიტეტებმა კანონი დაარღვიეს

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვით, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის კოდექსიდან ამოღებას ითვალისწინებს, კანონი დაარღვიეს.
„კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებას, რომლითაც, 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება, მაშინ, როცა ამავე „თვითმმართველობის კოდექსის" თანახმად, პარლამენტს ჯერ უნდა მიეღო დადგენილება 14 თვითმმართველი ერთეულის გაერთიანების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ემსჯელა კოდექსში შესატან ცვლილებებზე. სანამ პარლამენტს დადგენილება არ აქვს მიღებული, აბსურდია კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება. ჯერ დადგენილებით უნდა მოხდეს ამ მუნიციპალიტეტების გაერთიანება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შევიდეს კანონში ცვლილებები, რომ 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, 5 თვითმმართველი ქალაქი გვაქვს. ახლა რა გამოდის? დეპუტატებმა წინასწარ იციან, რომ დადგენილება გავა და ეს ყველაფერი ფორმალობაა?" ამბობს კოტე კანდელაკი.
სრულად...
წყარო: droa.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023