აჭარა. 2017 წლის 10 ივნისს ა(ა)იპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა", მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა.
მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავენ. სარჩელის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული უარყოფითი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმართ სასამართლოს მიერ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის დავალება და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.
წყარო: emc.org.ge