თბილისი. საქართველოს პარლამენტმა გადასახადების გაზრდის და ახლის შემოღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე შესაძლოა უარი თქვას.
„ვფიქრობთ, რომ გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა მთავრობის და პარლამენტის მხრიდან განსაკუთრებულ ანგარიშვალდებულებაზე მიუთითებს. მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ არსებული უფლება - მიიღონ გადაწყვეტილება გადასახადის ახალი სახის შემოღებისა თუ ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, და შესაბამისად უნდა გამოირიცხოს მთავრობის მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge