აჭარა. ახალგაზრდული ცენტრების რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში ბათუმისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრების სამდღიანი შეხევდრა გაიმართა.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდული ცენტრების დაახლოება, ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ლიდერობისა და გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაცისა და კონფლიქტების მართვის კუთხით.
რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).
წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდი