გურია. პროექტის - „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით" ფარგლებში, მორიგი შეხვედრები ჩოხატაურის მინიციპალიტეტის სოფლებში, ამაღლებასა და გოგოლესუბანში გაიმართა.
პროგრამის მიზანია, სოფლის მოსახლეობამ ონლაინ რეჟიმში ადევნოს თვალი საკრებულოს სხდომებს და ჩაეთოს მასში. მოკლე ტექსტური შეტყობინებების პრინციპის დანერგვის მიზნით, პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ მოსახლეობასთან მემორანდუმების გაფორმებაც გრძელდება. ეს გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.
პროექტს - „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით" ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი" და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.
წყარო: ფეისბუქგვერდი