en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს
სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები რეკომენდაციები და შენიშვნები.
„მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული რიგი განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გზები, თუ როგორ აარიდოს თავი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ცდილობს დააკნინოს ვენეციის კომისიის გარკვეული რეკომენდაციები. აღნიშნული განცხადებები არ შეესაბამება ხელისუფლების მიერ წინასწარ გაცხადებულ მზაობას ვენეციის კომისიის მოსაზრებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით და შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ნდობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისადმი", - ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვის ხელმომწერი ორგანზიაციების მოთხოვნაა, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში მოცემული მოსაზრებების სათანადოდ გააზრებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში სრულყოფილად ასახვის უზრუნველსაყოფად, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო მოსმენები დაჩქარებულ რეჟიმში არ ჩატარდეს და პარლამენტმა დაიტოვოს გონივრული ვადა საკონსტიტუციო ცვლილებების განახლებული პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვისათვის.
სრულად
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)