თბილისი. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, 2017 წლის სამოქმედო გეგმა და საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარმოადგინა.
„საბჭოს წევრებს, ისე როგორც დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს საბჭოს საქმიანობის 6 თვის ანგარიში წარმოვუდგინეთ. ჩვენ ამ პერიოდში გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება. მუშაობა დავიწყეთ ისეთი ახალი მიმართულებით, როგორიც არის ბიუჯეტის გენდერული ანალიზი და ამის შესახებ გენდერული თანასწორობის საბჭოს მივაწოდეთ ინფორმაცია. ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო მოხსენებები პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისგან ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე გენდერულად მოტივირებული მკვლელობების გამოძიების შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ginsc.net