en
ge

განცხადება დემურ სტურუასა და ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების საქმეებთან დაკავშირებით

თბილისი. კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" და "საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" დემურ სტურუასა და ჯგუფ "ბირჟა მაფიას" წევრების საქმეს ეხმაურებიან.
მათი განცხადებით, ამ საქმეებთან დაკავშირებით არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა: მოხდეს პრობლემის ადეკვატური გააზრება და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა სწორი შეფასება მისცენ პრობლემას, რომელიც სცილდება ნარკოპოლიტიკას და სისტემური მიზეზები გააჩნია; განხორციელდეს სასამართლოს ძირეული რეფორმა და ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ჯგუფების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოებისგან თავისუფალი, ძლიერი და კომპეტენტური სასამართლო კორპუსი; გატარდეს ძირეული რეფორმა სამართალდამცავ სისტემაში, რომლის მიზანიც იქნება თანამედროვე პოლიციის ჩამოყალიბება, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების რისკები სამართალდამცავთა მხრიდან; განხორციელდეს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვა, რომლის შედეგადაც ძირითადი აქცენტები მოქალაქეთა დასჯიდან და იზოლაციიდან, გადავა საჭიროების მქონე ადამიანების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე; შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც იქნება უფლებამოსილი, აწარმოოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე.
სრულად
წყარო: ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)