თბილისი. 14 ივნისს, პროექტის „ევროპული მასწავლებელი" სლოვაკეთში სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგებთან შეხვედრა და სერთიფიკატების გადაცემა გაიმართა.
„21-25 მაისს სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები სლოვაკეთის რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ. სასწავლო ვიზიტი პროექტის „ევროპელი მასწავლებელი" ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიცაა პროფესიული განათლების განვითარება საქართველოში, სლოვაკეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება პროფესიულ განათლებაში, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია", ნათქვამია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში