შიდა ქართლი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, 14 ივნისი, „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრთან" არსებულმა გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებმა გორის N3 საბავშო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად აღნიშნეს.
ღონისძიება მიზანად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევას, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევასა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენას.
აქტივობა ორგანიზებულ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი