აჭარა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, 14 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: შშმ პირები და მათი მშობლები, სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები.
დისკუსიაზე განხილული იქნა ჯანდაცვის, დასაქმების, განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის, ინკლუზიური გარემოსა და ინფრასტრუქტურის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თვითრეალიზაციასა და დასაქმების საკითხები.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი