თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოზიციას აფიქსირებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მაუწყებელი ივლისიდან ხელშეკრულებას წყვეტს რადიო თავისუფლებასთან, რის შედეგადაც ახალი სატელევიზიო სეზონიდან ეთერში აღარ გავა სალომე ასათიანის „ინტერვიუ" და გოგი გვახარიას „წითელი ზონა". მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ამძაფრებს ეჭვებს მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის მიზნებთან დაკავშირებით. ახალი მენეჯმენტის ბუნდოვანი და არათანმიმდევრული პოლიტიკა, რადიო თავისუფლების იმ გადაცემების უალტერნატივოდ დახურვა, რომელიც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მასალებს სთავაზობდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჩენს ბევრ კითხვას, მათ შორის საზოგადებრივ მაუწყებელში პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობისა და კრიტიკული შინაარსის შეზღუდვის შესახებ, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოახლოებულ წინასაარჩევნო პერიოდში", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი