შიდა ქართლი. მორიგი ღონისძიება ბავშვებისთვის - "მოდი ვითამაშოთ ერთად", მაკ-მა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა ხაშურში ჩაატარეს.
ღონისძიების წესების თანახმად, 70-ზე მეტმა ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ადამიანი სხვადასხვა ფერის ჯგუფად დაიყო და სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთო. კარაოკეს, ცეკვის, ფრისბის, ბადმინტონისა და სხვა თამაშების მთავარი მიზანი არა მოგება, არამედ გართობა და ერთად ყოფნის ბედნიერების გათავისება იყო. "მოდი ვითამაშოთ ერთად" ადამიანებში მიმღებლობისა და გაგების დონის გაზრდისთვის მუშაობს.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი