იმერეთი. სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგის" ორგანიზებით, პროექტის - "ნაბიჯი წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციისკენ" ფარგლებში, ქუთაისში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.
ამ შეხვედრებზე საქართველოში სტუმრად ჩამოსული სომხეთისა და უკრაინის სამთავრობო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები სოციალური უზრუნველყოფის სისტემებსა და სოციალურ სფეროში დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ. დელეგაციის წევრები ორგანიზაცია
RICDOG-ში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მედიასა და აქტივისტებს შეხვდნენ; მოინახულეს
World Vision-ის ბავშვთა ცენტრი;
შეხვედრა გამართეს იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორთან და ქუთაისის მერთან.
პროექტის - „ნაბიჯი წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციისკენ" მიზანია შექმნას მუდმივმოქმედი სტრუქტურა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სოციალური სერვისების დეცენტრალიზაციის კონცეფციას განავითარებს.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი