სამეგრელო. 15 ივნისს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია თემაზე: „სახელმწიფოს მართვის ფორმები და კონსტიტუცია.
„შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება და ცნობიერების სახელმწიფოს მართვის სისტემებთან და კონსტიტუციურ ღირებულებებთან დაკავშირებით.
ახალგაზრდებმა სხვადასხვა ინტერაქტიული სავარჯიშოების და ვიდეო მასალის მეშვეობით იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: თანამედროვე საზოგადოება და მისი ღირებულებები; სახელმწიფო ხელისუფლება და კანონი; ხელისუფლება, მისი მიზანი და საჭიროებები; კონსტიტუციის, როგორც აბსოლუტური მონარქიის შემზღუდველი და ხელისუფლების შესაძლო ტირანიისგან დაცვის გარანტი; დემოკრატიული მმართველობის დადებითი მხარეები და გამოწვევები", ნათქვამია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდის სოციალურ ქსელში