თბილისი. 11 ივნისს, გავრცელდა ინფორმაცია 21 წლის სექს-მუშაკი ქალის ცემის ფაქტზე.
„ქალთა მოძრაობა მოუწოდებს პროკურატურას, დროულად და ეფექტურად გამოიძიოს პოლიციის მიერ განხორციელებული სავარაუდო ძალადობა. აღსანიშნავია, რომ სექს-მუშაკები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დაუცველი და მარგინალიზებული ჯგუფია, რომელიც გარიყულია საზოგადოების მხრიდან. ამასთან, ხშირია მათ მიმართ ძალადობა, როგორც გარეშე პირების, ისე სამართალდამცავთა მხრიდან," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
ქალთა მოძრაობა მოითხოვს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში