თბილისი. 2017 წლის 16 ივნისს, საერთაშორისო ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) და „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ" წარმოადგინეს კვლევის ანგარიში „აგრობიზნესის საჭიროებების შეფასება".
კვლევა განხორცილდა ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ხელშეწყობით, ორგანიზაცია PIN-ის პროექტის - „მცირე ფერმერული კოოპერატივების მწარმოებლურობის გაძლიერება იმერეთისა და რაჭის რეგიონებში” ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ფერმერები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
წყარო: „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" ოფიციალური ფეისბუქგვერდი