თბილისი. საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა 2017 წლის 17 ივნისს საპარლამენტო დებატების ეროვნული ტურნირი გამართა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისის ბათუმისა და ზუგდიდის გუნდებმა. 2017 წლის ეროვნული ტურნირის გამარჯვებული თბილისის გუნდები გახდნენ.
ტურნირის მონაწილეები და გამარჯვებულები, სერთიფიკატებთან ერთად, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდისა და GTZ-ის მიერ გამოცემული და ევროპის საბჭოს მიერ გამოყოფილი წიგნებით დაჯილდოვდნენ.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი