კახეთი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ლაგოდეხში მოწყობილ ეკობანაკში, სადაც მონაწილეებს ნარჩენების მართვის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.
ეკობანაკის მონაწილეებმა მოისმინეს ლექცია ნარჩენების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, დაახარისხეს ნარჩენები, შექმნეს ხელნაკეთი ნივთები, დაამზადეს კომპოსტი, ასევე გამოითვალეს, თუ რა ნაკვალევს ტოვებენ დედამიწაზე თავიანთი ცხოვრების წესით. ტრენინგის მონაწილეებისთვის მოეწყო ფილმის ჩვენებაც.
პროექტს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანი მოზარდებში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული თემებით დაინტერესებული ახალგაზრდების არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა და წახალისებაა.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი