სამცხე-ჯავახეთი. 17 ივნისს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აწყურსა და წყრუთში ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
შეხვედრების მიზანი იყო მოსახლეობისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრები გაიმართა პროექტის - „სამართალწარმოება თანასწორობისთვის" ფარგლებში, ააიპ „ჩართულობის და განვითარების ცენტრთან" პარტნიორობით, რომელსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" East-West Management Institute , PROLoG, USAID – ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას, ამ თემებში შემავალი ქალებისა და გოგონებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი