თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში მდებარე 13 850 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესი და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში კორუფციის ნიშნები იკვეთება.
ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შეჯამებაში ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედებების შედეგად, სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესში არათანაბარი გარემო შეიქმნა მისი შეძენით დაინტერესებული პირებისთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული შემთხვევით და სრულად და ობიექტურად გამოიძიონ ის".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი