გურია. პროექტის - „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით" ფარგლებში, მორიგი შეხვედრები ჩოხატაურის მინიციპალიტეტის სოფლებში, ხევსა და ნაბეღლავში გაიმართა.
პროგრამის მიზანია, სოფლის მოსახლეობამ ონლაინ რეჟიმში ადევნოს თვალი საკრებულოს სხდომებს და ჩაეთოს მასში. მოკლე ტექსტური შეტყობინებების პრინციპის დანერგვის მიზნით, პროექტის ფარგლებში, დაინტერესებულ მოსახლეობასთან მემორანდუმების გაფორმებაც გრძელდება.
პროექტს - „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით" ოზურგეთის „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი" და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ.