en
ge

სემინარები ბავშვებთან მართლმსაჯულების საკითხების თაობაზე

თბილისი. 2017 წლის 19 ივნისს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ბავშვებისთვის გაიმართა სემინარი-დისკუსია – „არასრულწლოვანთა ინფორმირება მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მექანიზმების შესახებ".
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არასრულწლოვანთა ცოდნის გაზრდა, მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ.
სემინარი ჩაატარა ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში" ფარგლებში.
პროექტი ითვალისწინებს ინტერაქტიული სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების მოწყობას ბავშვებისთვის თბილისსა და საქართველოს რეგიონებში: იმერეთში, კახეთში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)