სამცხე-ჯავახეთი. პროექტ „გავალამაზოთ სკოლის ეზოს" ფარგლებში, ახალქალაქში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, ადგილობრივი მოხალისეების მობილიზებით, მე-3 საჯარო სკოლის ეზო დაასუფთავეს და გაამწვანეს.
მათი მონდომებით, ახალქალაქის ახალგაზრდული იდეისგან მოპოვებული გრანტის გარდა, შესაძლებელი გახდა ადგილობრივი სკოლისგან თანადაფინანსების მოპოვებაც, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
წყარო: ევროპის ფონდის ოფიციალური ფეისბუქგვერდი