თბილისი. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ უმასპინძლა საერთაშორისო კონფერეციას „ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სოციალური მუშაობის ინტეგრაცია, როგორც გლობალური გამოწვევა".
კონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა სოციალური მუშაკების როლი, როგორც უშუალოდ ბენეფიციართა დახმარების, ისე ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის მიმართულებების ადვოკატობის, დაავადებათა პრევენციისა და სათემო დონეზე ჯანდაცვის მომსახურებების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ბარიერების გადასალახად.
სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ კონფერენციის ორგანიზება ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების - „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში", მოლდავეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „Project Casa Mare"-სა და მოლდავეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად განახორციელა.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური ფეისბუქგვერდი