en
ge

სოციალური მეწარმეობა და მისი სამართლებრივი რეგულირების საჭიროება

თბილისი. 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „სოციალური მეწარმეობა და მისი სამართლებრივი რეგულირების საჭიროება".
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციალური მეწარმეები, ექსპერტები, საპარლამენტო და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს სოციალური საწარმოს ერთმნიშვნელოვანი განმარტების შემუშავების აუცილებლობის საკითხი, რეკომენდაციები არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების თაობაზე და სხვა თემები.
ღონისძიების მიზანს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური საწარმოების მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.
პრეზენტაცია გაიმართა პროექტის - „სოციალური მეწარმეობა- ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის" ფარგლებში, რომელსაც, ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) ახორციელებენ.
სრულად
წყარო: საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ოფიციალური ფეისბუქგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)