თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2017 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლითაც შ.პ.ს. „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს" ავტორიზაცია გაუუქმდა.
საია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სკოლას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გაუუქმდა ავტორიზაცია, ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიაზაციის საბჭომ აშკარად შეუსაბამო და არათანაზომიერი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც შედეგად პირთა ჯგუფისათვის (მოსწავლეები, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები) განათლების, შრომის და პიროვნული განვითარების დაუსაბუთებელი შეზღუდვა მოჰყვა.
თავის განცხადებაში, საია, ასევე, მოუწოდებს ქართულ მხარეს მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო პროცედურების განხილვისას იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არ დაუშვას მისი თურქეთისათვის გადაცემა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი