en
ge

შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან

ბათუმი.14 თებერვალს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს გაუმჯობესება საქართველოში" - ფარგლებში. ამ შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოდგენდა საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვა და ქველმოქმედების დამაბრკოლებელი საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენა. შეხვედრას ესწრებოდნენ დასავლეთ საქართველოში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საგადასახადო კოდექსის ანალიზის შედეგები, კანონში არსებული ხარვეზები და გადაჭრის გზები. მომზადებულმა კვლევამ დიდი ინტერესი გამოიწვია შეხვედრის მონაწილეებში. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული შეხვედრის მსვლელობისას. დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რამაც საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება მისცა მათთვის საინტერესო კონკრეტულ პრობლემებზე გაემახვილებინათ ყურადღება, ასევე დაესვათ შეკითხვები და მოესმინათ კვალიფიციური პასუხი სხვადასხვა სამართლებრივ ასპექტებზე. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)