თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აქვეყნებს კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის მოსაზრებების არაოფიციალურ თარგმანს.
„კომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და აღნიშნა, რომ ეს „შესაბამისობაშია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის საბჭოს, ასევე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პარტიების უმეტესობის დიდი ხნის მოთხოვნასთან და მისასალმებელია."
5%-იანი ბარიერის განსაზღვრა, კომისიის მოსაზრებით, ასევე არ ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს სტანდარტებს.
საარჩევნო ბლოკების გაუქმება კომისიამ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ეს ცვლილება ხელს შეუშლის მცირე პარტიებს, გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი და ქმნის დაკარგული ხმების რაოდენობის გაზრდის საშიშროებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gdi.ge