ქობულეთი. 21 ივნისს, ასოციაციამ „ღირსეული სიბერე" ქობულეთის მუზეუმთან და კულტურის ცენტრთან ერთად ყვავილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერთობლივ ღონისძიება გამართეს.
ღონისძიება მოიცავდა ვორქშოპს „როგორ დავამზადოთ ხელოვნური ყვავილები და ცოცხალი ყვავილების თაიგულები", მუსიკალურ პერფორმანსს „ყვავილებში დამეკარგე", ყვავილების თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენას.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში